ს.კ.ი. “ოპტიკა” დაარსდა 1978 წელს როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საკავშირო ელექტრონიკის სამინისტროს ორმაგი დაქვემდებარების ორგანიზაცია და წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკვლევ ცენტრს გამოყენებით ოპტიკაში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ახორციელებდა მის სამეცნიერო-მეთოდურ ხელმძღვანელობას. 1992 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ინსტიტუტი გადავიდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაში და ეწოდა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი “ოპტიკა”.
დაარსებიდან 2006 წლამდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - ჯემალ ავალიანი; 2006-დან 2008 წლამდე - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - ირაკლი კორძახია; 2008-დან 2017 წლამდე - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი - ირაკლი ავალიანი; ხოლო 2017 წლიდან დღემდე ინსტიტუტის დირექტორია ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი - დავით კაკულია.
1979 წლის დოკუმენტი არქივიდან.